2 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტთა II კლინიკური კონფერენცია „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“ გაიმართება.
კონფერენცია პარალელურ რეჟიმში 2 დიდ სესიად წარიმართება 107 და 115 აუდიტორიებში. მოხსენებები წარმოდგენილია შემდეგ მიმართულებებში: უროლოგია, რეპროდუქტოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, ენდოკრინოლოგია, კლინიკური ლაბორატორია, ინფექციური, სტომატოლოგია.
მომხსენებლები არ არიან შეზღუდული მოსახსენებელი თემის სფეროთი, თემა შეიძლება მოიცავდეს მეცნიერულ შტრიხებს, თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს, სიახლეებს, ან შესაძლებელია საინტერესო კლინიკური შემთხვევების გამოტანაც კონფერენციაზე.
კონფერენციის ორგანიზატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის ჩატარების ინიციატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს უროლოგთა ასოციაცია საქართველოს ექიმთა ასოციაცია, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, საქართველოს იმპლატოლოგთა ასოციაცია, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია.
კონფერენციაში მონაწილეობენ: ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი. პროფესორ იოსებ ჟორდანიას და პროფესორ არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი. შპს „კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“. პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა. ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი. შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა“ - ქ. თელავი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.